ჩვენს შესახებ
ზღვის დონიდან 1870 მეტრზე, ევროპაში ყველაზე მაღალ მარანში, ჩვენ ვაწარმოებთ კახური ტრადიციული წესით დაყენებულ ნატურალურ ღვინოს "თუშურა'ი". ღვინო იწარმოება ბიო-ორგანული წესების შესაბამისად მოვლილ ვენახში მოყვანილი ყურძნით. დამზადებულია მხოლოდ 1000 ბოთლი.
“თუშურა'ი" აქთუშეთიის ერთ-ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ექსპერიმენტია.
ექსპერიმენტის მიზანია მაღალი ხარისხის ნატურალური ღვინის წარმოება და გაყიდვა. შემოსული თანხიდან კი ხელოვანი სტუდენტების პროექტების დაფინანსება და არსებული სახელოვნებო რეზიდენციის განვითარება.
აქთუშეთიი არის სახელოვნებო რეზიდენცია, რომელიც ხელს უწყობს თანამედროვე ხელოვნების, კულტურის, ისტორიის, თუშური ტრადიციების შენარჩუნებასა და განვითარებას. აქთუშეთიი აერთიანებს ხელოვანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რათა მათ შორის შედგეს ურთიერთთანამშრომლობა, მოხდეს ცოდნის გაცვლა და გამოცდილების გაზიარება.